წიგნი ეძღვნება ყველას,  ვინც მზადაა იპოვოს საკუთარ თავში ძალა, შეიცნოს თავისი თავი და  შეცვალოს საკუთარი სამყარო უკეთესობისკენ. 

მოცემულ წიგნში ავტორი გვთავაზობს ტრადიციული, ეზოთერიული, რელიგიური ცოდნისა და თანამედროვე მეცნიერების სხვადასხვა დარგში არსებული მიღწევების სინთეზის საფუძველზე განვიხილოთ ახალი მსოფლმხედველობითი პარადიგმა, რომელიც სავსებით ახალი პოზიციებიდან, ვიდრე ეს იყო დღემდე მიღებული ევროპულ პრაქტიკაში, გვიჩვენებს ადამიანის არსების მრავალგანზომილებიან ბუნებას და მის საოცარ, განუყოფელ  კავშირებს დედამიწასთან, მზის სისტემასა და მთლიანად მთელს სამყაროსთან. 
 

წიგნი ითარგმნა რუსულიდან   

იბეჭდება „განათლების ინფორმატიზაციის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის (გიმსა)“ სამეცნიერო მეთოდური საბჭოს გადაწყვეტილებით

წიგნი თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ავტორთა ჯგუფმა:

გულაბერ ანანიაშვილი
გელა ღვინეფაძე
ეკატერინე ვეკუა
თამარ ზირაქაშვილი
გიორგი კაკაშვილი
გურამ ჩაჩანიძე – ავტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი,  გამოცემის მთავარი რედაქტორი, გიმსა-ს პრეზიდენტი

ავტორის შესახებ 

ვასილი ვასილის ძე კრუტოვი დაიბადა 1949 წლის 16 მაისს უკრაინის სოფელ სოკოლო-გორნოეში – ზაპოროჟიესა და ხერსონის მხარის საზღვართან.  

არის პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის დამსახურებული იურისტი, უკრაინის განათლების წარჩინებული, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი. 

კრუტოვი ვ.ვ. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო და 220-ზე მეტი პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი ნაციონალური და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, საერთაშორისო ტერორიზმისა და საზღვაო მეკობრეობის საწინააღმდეგო ქმედებაში, ახალგაზრდების პატრიოტულ აღზრდაში, მეწარმეობის არასახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში და ასევე, სულიერი უსაფრთხოების ახალი მსოფლმხედველობითი პარადიგმების შექმნაში, ადამიანის ცნობიერებისა და აზროვნების განვითარების თეორიაში.     

კრუტოვი ვ.ვ. არის უკრაინის თავდაცვის ნაციონალური უნივერსიტეტის საკანდიდატო და სადოქტორო სპეციალიზებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იურიდიულ მეცნიერებებში და უკრაინის განათლების სამინისტროს ექსპერტთა საბჭოს წევრი. 

1994 – 1998 წწ. შექმნა და ხელმძღვანელობდა ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს. მისი უშუალო მონაწილეობით ჩატარებულია ასობით საბრძოლო-ოპერატიული ოპერაცია და სპეციალური ღონისძიება. არაერთჯერ შეუსრულებია უკრაინის სახელმწიფო ხელმძღვანელბისა და უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დავალება საზღვარგარეთ. 1998 წელს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით კრუტოვი ვ.ვ. დაინიშნა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ. დღეისათვის კრუტოვი ვ.ვ. იმყოფება უკრაინის მეწარმეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. 

განათლებასა და მეცნიერებაში მის აქტიურ მონაწილეობაზე მეტყველებს მისი სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები, მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება და უშუალო მონაწილეობა მომხსენებლის სტატუსით. გარდა ამისა კრუტოვი ვ.ვ. 2017 წელს არჩეულია გლობალური გაერთიანება – „მეცნირები მშვიდობისათვის (გაერთიანების ადგილსამყოფელი აშშ-ში) ვიცე-პრეზიდენტად და დირექტორატის წევრად. კრუტოვი ვ.ვ. არის. სპორტის ოსტატი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებასა და გამოყენებით მრავალჭიდში. 

დაოჯახებულია, ჰყავს ორი ვაჟი, ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი. მეუღლე – ნადეჟდა კრუტოვა-შესტაკი – უკრაინის დამსახურებული არტისტი – მომღერალი. 

Close Menu