ავტორთა საყურადღებოდ

“ინტელექტი” არის საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი.

რეფერირებულია სრულიად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის (ВИНИТИ РАН) საერთაშორისო რეფერატულ ჟურნალში და საქართველოს ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში.

ჟურნალს აქვს ვებ-გვერდი ინტერნეტში: WWW.INTELECTI.GE

ჟურნალი მიეწოდება საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების და კვლევითი დაწესებულებების თითქმის ყველა ბიბლიოთეკას, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკას, ეროვნულ ბიბლიოთეკას, ტექინფორმს და სხვ.

ჟურნალი ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით. იგი იგზავნება 30_ზე მეტი ქვეყნის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებასა და ბიბლიოთეკებში; რუსეთის (სანქტ-პეტერბურგი) ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, რუსეთის (მოსკოვი) მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საინფორმაციო ბიბლიოთეკაში, ბრიტანეთისა და ლონდონის ბიბლიოთეკებში, ამერიკის სოციალური კვლევის ინსტიტუტში (ნიუ-იორკი), კალიფორნიის უნივერსიტეტში, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განყოფილებაში (UNESCO
პარიზი), ტექნიკურ ასოციაციათა და ორგანიზაციათა საერთაშორისო კავშირში (UATI, პარიზი), გერმანიის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის და სხვ. სამეცნიერო_კვლევით და სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ხდება ჟურნალის დამუშავება, სათანადო მასალის რეფერატულ ჟურნალებსა და საერთაშორისო კატალოგებში შეტანა.

გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სამეცნიერო სტატია შეიძლება დაწერილი იყოს ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე;
  • ნაშრომს უნდა ახლდეს რეზიუმე (7-8 სტრიქონი) ქართულ ენაზე (რეზიუმეში ფორმულებისა და ნახაზების შეტანა დაუშვებელია);
  • ნაშრომს უნდა ახლდეს მოკლე შინაარსი ინგლისურ ენაზე, მისი მოცულობა არ უნდა იყოს ათას სასტამბო ნიშანზე ნაკლები. უნდა ითარგმნოს ნაშრომის სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი;
  • ნაშრომს უნდა ახლდეს შესაბამისი სპეციალობის მეცნიერებათა დოქტორის წარდგინება, მისი გამოქვეყნების მიზანშეწონილობის შესახებ;
  • ნაშრომი უნდა იყოს აწყობილი Microsoft Word-ში;
  • ქართული ნაშრომი იწყობა AcadNusx და AcadMtavr შრიფტით;
  • რუსული და ინგლისური ნაშრომები იწყობა Times NewRomans შრიფტით;
  • შრიფტის ზომა 10, ინტერვალით ერთი;
  • ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ნაბეჭდ A4 ზომის გვერდს, თანდართული ძირითადი ლიტერატურის ჩამონათვალით (არა უმეტეს 8-10 დასახელებისა) და რეზიუმეების ჩათვლით;
  • ნაშრომს ცალკე ფურცელზე უნდა დაერთოს ავტორის საკონტაქტო რეკვიზიტები: მისამართი (სახლის, სამსახურის, სასწავლებლის), სამეცნიერო ხარისხი და წოდება, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელ. ფოსტა;
  • ნაშრომი უნდა მოგვაწოდოთ კომპიუტერში აწყობილი დისკით და გამობეჭდილი ერთ ეგზემპლარად A4 ზომის ქაღალდზე, შესაძლებელია ნაშრომის მოწოდება ელექტრონული ფოსტითაც მისამართზე: intelecti@yahoo.com
  • ნაშრომის პირველი გვერდის დასაწყისში უნდა აღინიშნოს, მეცნიერების რომელ დარგსმიეკუთვნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:

გურამ ჩაჩანიძე – 599578616; ქეთევან ნანობაშვილი – 599 546705.

Close Menu